Certificate ceremony of Local training
გადაეცათ სერთიფიკატები ადგილობრივ ტრენინგებში მონაწილე ახალგაზრდებს ტურიზმის სფეროში, რომელიც განხორციელდა "Young Entrepreneurship Education in Hospitality and Tourism" პროექტის ფარგლებში. დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე „საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაცია“ სამომავლოდ გეგმავს გააგრძელოს მსგავსი აქტივობების ჩატარება.
ადგილობრივი ტრენინგების პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 18-35 წლის 60 ახალგაზრდისთვის სამეწარმეო ტრენინგების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოთ მათ, შექმნან, წამოიწყონ ან განავითარონ ტურისტული პოტენციალის მქონე ბიზნესები.
პარალელურად, ადგილობრივი პროგრამის მსგავსი აქტივობები ხორციელდებოდა პროექტის სხვა პარტნიორ ქვეყნებში: სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. საერთო ჯამში პროექტში 180-ზე მეტი ახალგაზრდა დატრენინგდა.
ადგილობრივი სატრენინგო პროგრამა, რომელიც შეთავაზებულ იქნა ახალგაზრდებისთვის, წარმოადგენს პროექტის "Young Entrepreneurship Education in Hospitality and Tourism" ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან ეტაპს.
პროექტი იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.