Local training program

წარმატებით დასრულდა ადგილობრივი ტრენინგები ტურიზმის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცოხვრები ახალგაზრდებისათვის სამეწარმეო ტრენინგების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს მათ შექმნან, წამოიწყონ ან განავითარონ ტურისტული პოტენციალის მქონე ბიზნესები.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 60 ახალგაზრდა (18-35 წლის) რომელთაც ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში ჩაუტარდათ ტრენინგები და სემინარები.

სემინარები აგებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისთვის საჭირო პრაქტიკულ და ინოვაციურ საერთაშორისო არაფორმალურ მეთოდოლოგიაზე.

ტრენინგების მთავარი თემები გახლდათ:
1. ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაცნობა
2. სამიზნე ტურისტების ჯგუფის განსაზღვრა
3. ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლება
4. როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და მოვიზიდოთ პარტნიორები
5. მარკეტინგი და ბრენდინგი ტურიზმის ბიზნესისთვის
6. ელექტრონული გაყიდვები და ელექტრონული პლატფორმები (Booking.com , Airbnb და ა.შ)
7. როგორ შევქმნათ მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები და სერვისები
8. საფასო პოლიტიკა
9. მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების სამართლებრივი ფორმები
10. სად და როგორ მოვიძიოთ ფინანსური რესურსები, საგრანტო პროგრამები

️პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, და მასში ჩართულია 6 პარტნიორი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ესპანეთი, იტალია და ლატვია. აღნიშნულ პროექტს საქართველოში კოორდინაციას უწევს International Youth Association.